1 წლის და 9 თვის წინ
"იუნაიტედი" გრინვუდის ტრანსფერში გამოყენებას შეეცდება - კლუბი გაცვლას ცდილობს
"იუნაიტედი" გრინვუდის ტრანსფერში გამოყენებას შეეცდება - კლუბი გაცვლას ცდილობს
ავტორი
Aa

ბრიტანული მედიის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეისონ გრინვუდი გუნდს 1-წლიანი იჯარით დატოვებს.

მეტიც, "იუნაიტედი" ცდილობს გრინვუდი სათავისოდ გამოიყენოს და ის პოტენციურ ტრანსფერში გაცვლის სახით ჩართოს.

უფრო კონკრეტულად, "მანჩესტერის" ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა რასმუს ჰოილუნდია, რომელსაც "ატალანტა" ძალიან ძვირად აფასებს.

თავის მხრივ, ბერგამოელებს გრინვუდის იჯარით დამატება სურთ, ამიტომაც გაცვლაზე უარს არ იტყვიან.

რა თქმა უნდა, "იუნაიტედს" მაინც დიდი თანხის გადახდა მოუწევს, მაგრამ მეისონი ხარჯებს შედარებით შეამცირებს.


Facebook კომენტარები