2 წლის და 4 თვის წინ
ტენ ჰაგმა პრიორიტეტული სამიზნე დაასახელა - ვინ სურს ერიკს ყველაზე მეტად
ტენ ჰაგმა პრიორიტეტული სამიზნე დაასახელა - ვინ სურს ერიკს ყველაზე მეტად
ავტორი
Aa

დიდი შანსია, 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვარსკვლავი გადაიბიროს, ამბობს ფლორიან პლეტენბერგი.

ძალიან სანდო გერმანელი ჟურნალისტის თქმით, მომდევნო ზაფხულს ჯუდ ბელინგემი აუცილებლად დატოვებს "დორტმუნდს".

ახალგაზრდა ინგლისელი ვარსკვლავის დამატება ბევრ გუნდს სურს, თუმცა მთავარ ფავორიტებად "ლივერპული" და "იუნაიტედი" მიიჩნევიან.

"მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ბელინგემი დორტმუნდს 2023 წელს დატოვებს. ის წავა ლივერპულში ან მანჩესტერ იუნაიტედში.

ამ ორ კლუბს მისი დამატების ძალიან კარგი შანსი აქვს", - ამბობს პლეტენბერგი.

რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ფაქტორი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იქნება, ამიტომაც "იუნაიტედი" ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე უნდა დაბრუნდეს.


Facebook კომენტარები