2 წლის და 6 თვის წინ
ცნობილია: ვისი გადაწყვეტილებით გაიწვია "იუნაიტედმა" უკან შეთანხმებული კონტრაქტი
ცნობილია: ვისი გადაწყვეტილებით გაიწვია "იუნაიტედმა" უკან შეთანხმებული კონტრაქტი
ავტორი
Aa

დავიდ დე ხეასა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თანამშრომლობა დასრულდა, ესპანელ მეკარეს კონტრაქტი ამოეწურა.

როგორც ცნობილია, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებულები იყვნენ, სანამ "იუნაიტედმა" შეთავაზება უკან არ გაიწვია.

ძალიან გავლენიანი გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, კონტრაქტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ერიკ ტენ ჰაგმა მიიღო.

ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა მიიჩნია, რომ დე ხეა საკმარისად კარგი არ არის და მისი შემცვლელის ძიება მოისურვა.

ტენ ჰაგი დავიდს პირველ მეკარედ არ განიხილავდა, რაც დამატებითი ფაქტორი გახდა ესპანელის გუნდიდან წასვლისთვის.

დიდი ალბათობით, "მანჩესტერი" სულ მალე შეათანხმებს ანდრე ონანას ტრანსფერს და სწორედ კამერუნელი დაიკავებს დე ხეას ადგილს.


Facebook კომენტარები