1 წლის და 9 თვის წინ
საბოლოო გეგმა ცნობილია - რა ბედი ელის ჯეიდონ სანჩოს მომდევნო სეზონის წინ
საბოლოო გეგმა ცნობილია - რა ბედი ელის ჯეიდონ სანჩოს მომდევნო სეზონის წინ
ავტორი
Aa

ჯეიდონ სანჩოს ოლდ ტრაფორდის პუბლიკა დიდი მოლოდინებით დახვდა, თუმცა ინგლისელი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 25 ნომერს მძიმე სეზონები ჰქონდა და ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ შეძლო ადგილის განაღდება.

Times Sport-ის ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგმა უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ახალგაზრდა შემტევის თაობაზე.

"იუნაიტედი" სანჩოს გაყიდის, თუ კარგ შეთავაზებას მიიღებს, მაგრამ, მაღალი ხელფასის გამო, ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

თუ ჯეიდონი არ გაიყიდება, მაშინ ის შანსს მიიღებს, თუმცა მომდევნო სეზონში მას საკუთარი უნარების დამტკიცება მოუწევს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი ფეხბურთელს 2024 წლის ზაფხულში ძალიან იაფად გაყიდის.


Facebook კომენტარები