1 წლის და 9 თვის წინ
"იუნაიტედი" მზად არის ჰოილუნდის ტრანსფერში ფეხბურთელი ჩართოს - "მანჩესტერის" გეგმა
"იუნაიტედი" მზად არის ჰოილუნდის ტრანსფერში ფეხბურთელი ჩართოს - "მანჩესტერის" გეგმა
ავტორი
Aa

იტალიური "ატალანტას" ფორვარდი რასმუს ჰოილუნდი მანჩესტერ "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

Daily Mail-ის ცნობით, კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 90 მილიონი ევრო მოითხოვა, "იუნაიტედი" კი 45 მილიონზე მეტის დახარჯვას არ აპირებს. 

ამიტომაც, "წითელმა ეშმაკებმა" გადაწყვიტეს პოტენციურ გარიგებაში მეისონ გრინვუდის ჩართონ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სურთ ბერგამოელებს გაცვლა.

ჰოილუნდი "ატალანტაში" 2022 წლის აგვისტოდან თამაშობს. დანიელის კლუბთან ხელშეკრულების ვადა 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.


Facebook კომენტარები