2 თვის და 2 კვირის წინ

"იუნაიტედმა" მაგუაიერზე მიღებულ შეთავაზებაზე უარი თქვა - ვის და რამდენად სურს ჰარი

ავტორი
Aa
The Guardian-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰარი მაგუაიერის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო, მაგრამ უარი განაცხადა.
როგორც ირკვევა, ინგლისელი ცენტრალური მცველის დამატების სურვილი ლონდონურმა "ვესტ ჰემმა" გამოთქვა.
პრობლემა ისაა, რომ "ჩაქუჩებს" მაგუაიერის მხოლოდ იჯარით წაყვანა სურთ და სავალდებულო გამოსყიდვის ოფციაზეც უარს ამბობენ.
"ვესტ ჰემის" შეთავაზება 1-წლიანი იჯარა და 20-30 მილიონის ფარგლებში გამოსყიდვის უფლება იყო, რაც "იუნაიტედს" არ მოეწონა.
შეგახსენებთ, რომ ჰარიმ კაპიტნის სამკლავური ოფიციალურად დაკარგა, ძირითად შემადგენლობაში კი დიდი ხანია ვეღარ ხვდება.
"მანჩესტერს" მაგუაიერის გაშვება სურს, მაგრამ მხოლოდ სასურველი პირობებით.
თავის მხრივ, ინგლისელს გუნდში დარჩენა და შემადგენლობისთვის ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 4 დღის წინ

iHerb სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია
1 კვირის და 6 დღის წინ

"იუნაიტედი" ფეხბურთელის კონტრაქტს 12 თვით ავტომატურად გაახანგრძლივებს - ნიქსონი
2 კვირის წინ

"იუნაიტედმა" მაგუაიერს დამატებითი თანხა მისცა, რომ "ვესტ ჰემის" წინადადებას დათანხმდეს
2 კვირის და 1 დღის წინ

რასმუს ჰოილუნდი ტრავმირებულია - რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს დანიელ ფორვარდს