1 წლის და 8 თვის წინ
"გალათასარაიმ" თანხა გაზარდა - "იუნაიტედმა" ფრედის თაობაზე ახალი შეთავაზება მიიღო
"გალათასარაიმ" თანხა გაზარდა - "იუნაიტედმა" ფრედის თაობაზე ახალი შეთავაზება მიიღო
ავტორი
Aa

"გალათასარაი" ფრედის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი წინადადებით მიმართა.

თურქებმა კლუბს პირველ ჯერზე 6 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ "იუნაიტედს" თანხა ეცოტავა.

Fanatik-ის ცნობით, ამჯერად, "გალა" ოდნავ მეტს იხდის და მზად არის, ფრედის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გაიღოს.

თავის მხრივ, "მანჩესტერი" ფეხბურთელს 20 მილიონად აფასებს, ამიტომ თურქები ისევ შორის არიან მოთხოვნისგან.


Facebook კომენტარები