2 წლის და 4 თვის წინ
ტენ ჰაგის მოულოდნელი გადაწყვეტილება - "იუნაიტედი" ფეხბურთელს გაუშვებს
ტენ ჰაგის მოულოდნელი გადაწყვეტილება - "იუნაიტედი" ფეხბურთელს გაუშვებს
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" გადასხვაფერება გრძელდება, ერიკ ტენ ჰაგი შემადგენლობაში დიდი ცვლილებების შეტანას გეგმავს.

ნიდერლანდელ მწვრთნელს ბევრი ფეხბურთელის მოყვანა და თავისთავად, გაშვებაც სურს, ერთ-ერთი მათგანი კი ბრაზილიელი ფრედია.

ცენტრალურ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, "იუნაიტედი" კი არ აპირებს ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

The Guardian-ის ინფორმაციით, ტენ ჰაგმა კლუბს პირადად განუცხადა, რომ ფრედმა ოლდ ტრაფორდი უნდა დატოვოს.

ახალი მწვრთნელი მოხიბლულია ფრედის მონდომებით, თუმცა, მისი აზრით, ბრაზილიელი საკმარისად კარგი არ არის.


Facebook კომენტარები