1 წლის და 8 თვის წინ
ორმაგი ტრანსფერი იტალიიდან - "იუნაიტედი" ჰოილუნდისა და ამრაბატის დამატებას უახლოვდება
ორმაგი ტრანსფერი იტალიიდან - "იუნაიტედი" ჰოილუნდისა და ამრაბატის დამატებას უახლოვდება
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს და სერია ა-დან ორ ტრანსფერს უახლოვდება.

ერიკ ტენ ჰაგი მოთხოვნილ ახალ ცენტრალურ ფორვარდს მიიღებს და როგორც ჩანს, ეს მოთამაშე რასმუს ჰოილუნდი იქნება.

კლუბმა "ატალანტას" ახალი შეთავაზებით მიმართა და ბონუსების ჩათვლით, დანიელი მოთამაშის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის.

ჰოილუნდთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, ისევე, როგორც კლუბის კიდევ ერთ სამიზნე სოფიან ამრაბატთან.

"ფიორენტინას" საყრდენ ნახევარმცველს კლუბის დატოვება სურს, "იუნაიტედი" კი მოლაპარაკებებს წარმატებით მართავს.

დიდი ალბათობით, "იუნაიტედი" ჯერ ჰოილუნდის ტრანსფერს დახურავს, შემდეგ კი ამრაბატის დამატებასაც მოახერხებს.


Facebook კომენტარები