3 წლის და 1 თვის წინ
"იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის ტრანსფერზე მუშაობს - გარიგება რეალურია
"იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის ტრანსფერზე მუშაობს - გარიგება რეალურია
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად დაიხურა, თუმცა კლუბებს ჯერ კიდევ შეუძლიათ თავისუფალი აგენტების დამატება.

ბაზარზე ბევრი საინტერესო ფეხბურთელია და როგორც კოლუმბიელი ჟურნალისტი ჯონსონ საენსი ამბობს, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი "მანჩესტერ იუნაიტედშიც" აღმოჩნდეს.

საუბარია 30 წლის მარჯვენა მცველზე, სანტიაგო არიასზე, რომელსაც "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი "იუნაიტედთან" 2-წლიან კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ძირითადი შემადგენლობის მარჯვენა მცველი დიოგუ დალოა, ერიკ ტენ ჰაგს კი მისი კონკურენტი სურს, თუმცა აარონ ვან-ბისაკა არ მოსწონს და სხვა ვარიანტებს განიხილავს.


Facebook კომენტარები