1 წლის და 7 თვის წინ
მოულოდნელი ინფორმაცია - ვის ეკუთვნის ბოლო სიტყვა გრინვუდის შესაძლო დაბრუნებაზე
მოულოდნელი ინფორმაცია - ვის ეკუთვნის ბოლო სიტყვა გრინვუდის შესაძლო დაბრუნებაზე
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ისევ აქტიურად განიხილავს მეისონ გრინვუდის საკითხს, რა ბედი ელის ინგლისელს.

კლუბი შიდა გამოძიებას ასრულებს, გრინვუდი კი გუნდს დაუბრუნდება ან იჯარით სხვაგან გადავა.

MEN-ის თქმით, საბოლოო სიტყვა "იუნაიტედის" ქალთა გუნდის წარმომადგენლებზე იქნება.

კლუბი მათთან გაივლის კონსულტანციას და საბოლოოდ ერთად შეჯერდებიან, რა იქნება ყველაზე სწორი.

კულუარული ინფორმაციით, ქალთა გუნდის მოთამაშეები ძალიან უკმაყოფილოები დარჩებიან, თუ მეისონი "მანჩესტერის" ფორმას ისევ ჩაიცვამს.

თავის მხრივ, კაცთა გუნდის გასახდელიც ორად იყოფა, ნაწილი გრინვუდის დაბრუნების წინააღმდეგია.


Facebook კომენტარები