2 წლის და 4 თვის წინ
რონალდუ საფრანგეთის ჩემპიონატში!? - მედია ახალმა ინფორმაციამ მოიცვა
რონალდუ საფრანგეთის ჩემპიონატში!? - მედია ახალმა ინფორმაციამ მოიცვა
ავტორი
Aa

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ამჟამად უკლუბოდაა.

მედიაში ჭორები რამდენიმე კლუბზე იწერება, ყველაზე აქტიურად კი ევროპის მიღმა, "ალ ნასირის" ვარიანტი განიხილება, მაგრამ, ჯერჯერობით, ოფიციალური არაფერია.

სანდო გამოცემა Marca იტყობინება, რომ რონალდუს გადაბირებით ლიგა1-ის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, "მარსელი" დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ ის წარუმატებლად დასრულდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ფრანგული კლუბის წარმომადგენელმა ბაზილე მოლიმ ისაუბრა:

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და ტრანსფერიც ახლოს იყო, მაგრამ მაშინ ის წარმატებით ვერ დავასრულეთ. კრიშტიანუ ბრწყინვალე ფეხბურთელია და ასაკის მიუხედავად მგონია, რომ მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეუძლია", - განაცხადა მან.


Facebook კომენტარები