1 თვის და 1 კვირის წინ

"იუნაიტედი" კვლავ გრავენბერხს მიუბრუნდა - ტენ ჰაგი ახალ ნახევარმცველს ითხოვს

ავტორი
Aa
"მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთხელ დაუკავშირდა "ბაიერნს" რაიან გრავენბერხის თაობაზე, ვკითხულობთ Daily Mirror-ის ახალ გამოცემაში.
ერიკ ტენ ჰაგი კლუბს ახალი ნახევარმცველის შეძენას სთხოვს, მრავალ კანდიდატს შორის კი ერთ-ერთი გრავენბერხია.
ნიდერლანდელი სპეციალისტი თანახმაა თავისი ყოფილი შეგირდი დაიბრუნოს, რომელთან ერთადაც "აიაქსში" უმუშავია.
ამასთან, რაიანს "ბაიერნის" დატოვება სურს, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს და ძველებური ფორმა აღიდგინოს.
"რეკორდმაისტერი" ახალგაზრდა მოთამაშეს 25-30 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.
"იუნაიტედის" გარდა, საქმეში "ლივერპულიც" ფიგურირებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 4 დღის წინ

iHerb სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია
1 კვირის და 6 დღის წინ

"იუნაიტედი" ფეხბურთელის კონტრაქტს 12 თვით ავტომატურად გაახანგრძლივებს - ნიქსონი
2 კვირის წინ

"იუნაიტედმა" მაგუაიერს დამატებითი თანხა მისცა, რომ "ვესტ ჰემის" წინადადებას დათანხმდეს
2 კვირის და 1 დღის წინ

რასმუს ჰოილუნდი ტრავმირებულია - რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს დანიელ ფორვარდს