2 წლის და 3 თვის წინ
60-მილიონიანი შეთავაზება მზადაა - "იუნაიტედი" მორიგი შემტევის ტრანსფერს გეგმავს
60-მილიონიანი შეთავაზება მზადაა - "იუნაიტედი" მორიგი შემტევის ტრანსფერს გეგმავს
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწირი შეტევა კიდევ უფრო მეტად გახალისდა, რადგან კრიშტიანუ რონალდუმ კლუბი დატოვა.

ერიკ ტენ ჰაგის განკარგულებაში მხოლოდ რამდენიმე შემტევია, ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე კი მხოლოდ ენტონი მარსიალია, რომელიც ხშირად ტრავმიანობს.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე, "იუნაიტედი" ზამთარში ახალი თავდამსხმელის ან სულაც რამდენიმე შემტევის დამატებას ეცდება.

Fichajes-ის თქმით, ერთ-ერთი კანდიდატი ანტუან გრიზმანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზა.

"მანჩესტერი" მზად არის, ფრანგი შემტევის სანაცვლოდ "ატლეტიკოს" 60 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჯერჯერობით, "როხიბლანკოს" პოზიცია უცნობია.


Facebook კომენტარები