2 წლის და 3 თვის წინ
რომანომ "იუნაიტედის" N1 სამიზნე დაასახელა - ვის ტრანსფერზე მუშაობს "მანჩესტერი"
რომანომ "იუნაიტედის" N1 სამიზნე დაასახელა - ვის ტრანსფერზე მუშაობს "მანჩესტერი"
ავტორი
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კი სულ ცოტა დრო რჩება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში აქტიურობას აპირებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუ წავიდა.

ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, "იუნაიტედს" ზამთარში ერთი მთავარი პრიორიტეტი აქვს - ახალი ცენტრალური ფორვარდის დამატება.

კლუბს ამ პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს. ერთადერთი ფორვარდი ენტონი მარსიალია, რომელიც ხშირად ტრავმიანობს.

ამ დროისთვის, მთავარ კანდიდატად კოდი გაკპო მიიჩნევა, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. მის გარდა, მედიაში აივენ ტოუნისა და გონსალო რამოშიც სახელმაც გაიჟღერა.


Facebook კომენტარები