3 წლის წინ
გარნაჩომ "იუნაიტედის" კონტრაქტზე უარი თქვა - რატომ უარყო გარნაჩომ შეთავაზება
გარნაჩომ "იუნაიტედის" კონტრაქტზე უარი თქვა - რატომ უარყო გარნაჩომ შეთავაზება
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" ალეხანდრო გარნაჩოს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა სერიოზული პრობლემის წინაშეა.

რამდენიმე დღის წინ, კლუბმა არგენტინელს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა და გრძელვადიანი ხელშეკრულება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

The Independent-ის ცნობით, გარნაჩოს აგენტი ძალიან უკმაყოფილოა შეთავაზებული ხელფასით - კვირაში 20,000 ფუნტი.

ახალგაზრდა მოთამაშე მიიჩნევს, რომ მას გუნდში ბევრად დიდი როლი აქვს და შესაბამისად, მეტ ანაზღაურებას იმსახურებს.

ალეხანდროს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომაც "მანჩესტერმა" შეთავაზება უნდა გააუმჯობესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოთამაშეს დაკარგავს.


Facebook კომენტარები