1 წლის და 7 თვის წინ
ტენ ჰაგმა მოთამაშეს პირველი გუნდის ბაზაზე ვარჯიში აუკრძალა - ახალი ინფორმაცია
ტენ ჰაგმა მოთამაშეს პირველი გუნდის ბაზაზე ვარჯიში აუკრძალა - ახალი ინფორმაცია
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ჯეიდონ სანჩოს და "მანჩესტერ იუნაიტედის"  გზები შესაძლოა იანვარში გაიყოს, ამის მიზეზი კი ერიკ ტენ ჰაგტმთან კონფლიქტია. 

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი მას თამაშებზე არ იძახებს ჯეიდონს კვლავ სურს ვარჯიში. 

როგორც ცნობილია, ის ბაზაზე ვარჯიშობს, თუმცა ბევრი აკრძალვა აქვს.

მას არ აქვს უფლება, რომ პირველი გუნდის ობიექტებზე ივარჯიშოს, ის აკადემიის ბაზაზე ვარჯიშობს, ასევე მას ეკრძალება ახალგაზრდა ფეხბურთელების ნახვა, ამისათვის ის ბაზაზე მარტოა ხოლმე. 

იწერება, რომ სანჩოს ასევე არ აქვს უფლება პირველ გუნდთან ერთად ჭამის, ინგლისელს ლანჩ ბოქსს უგზავნიან.


Facebook კომენტარები