6 თვის წინ
"არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს და ვინ წვრთნის" - გვარდიოლას კომენტარი "მანჩესტერთან" თამაშზე
"არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს და ვინ წვრთნის" - გვარდიოლას კომენტარი "მანჩესტერთან" თამაშზე
ავტორი
Aa

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" 29 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მეათე ტურში "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. 

მატჩთან და "წითელ ეშმაკებთან" დაკავშირებით "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ისაუბრა: 

"ისინი ყოველთვის სახიფათონი არიან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს და ვინ წვრთნის, ასეთ მომენტებში ისინი ყოველთვის რთულად გასატეხავები არიან" 

"მათ შეუძლიათ არ იყვნენ ფორმის პიკში, თუმცა გაიტანონ გოლები, ეს მაღალი ხარისხია და ამაში ეჭვი არავის ეპარება", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.


Facebook კომენტარები