

"მანჩესტერ იუნაიტედის" წაუგებელი სერია ლონდონში, "არსენალთან" ძალიან დრამატულ შეხვედრაში დასრულდა.
ანგარიში პირველ ტაიმში მარკუს რაშფორდმა გახსნა, რომელსაც ედი ნკეტიამ უპასუხა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევრის სტარტზე ბუკაიო საკამ "არსენალი" დააწინაურა, თუმცა მალევე ლისანდრო მარტინესმა წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის ბოლო წუთზე ნკეტიამ დუბლი შეასრულა და მასპინძლებს მოაგებინა.
"დიდებული თამაში იყო, ძალიან მაღალი ტემპით. მინდორზე ორი ტოპ გუნდი იყო, მაგრამ მარცხით იმედგაცრუებულები ვართ. ყველა გოლი შეცდომის გამო გავუშვით, ეს არ შეიძლება.
წინა კვირასაც კი მსგავს სიტუაციაში რთული იყო ჩვენთან გოლის გატანა, ამ მატჩში - არც ისე. სამივე გოლის თავიდან არიდება შეგვეძლო.
მე გამარჯვება მინდა. დღევანდელი მატჩი საკმარისად კარგი არ იყო. გვსურს ვიყოთ პირველები, ამიტომაც შეცდომების დაშვება მისაღებია, ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი.
თამაში გრძელდება იქამდე, სანამ მსაჯის არ ჩასტვენს. კონცენტრაცია დავკარგეთ და შეცდომები დავუშვით. თუ დისციპლინას არ იცავ, გოლს აუცილებლად გაუშვებ.
მოთამაშეებს ისიც ვუთხარი, რომ თუ მათ ტიტულების მოგება სურთ, მაშინ მენტალიტეტი უნდა შეიცვალონ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა.



