1 წლის და 7 თვის წინ
რა დაავალა ტენ ჰაგმა ფეხბურთელებს "სიტისთან" მარცხის შემდეგ - ახალი ცნობა
რა დაავალა ტენ ჰაგმა ფეხბურთელებს "სიტისთან" მარცხის შემდეგ - ახალი ცნობა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტისთან" საკუთარ კედლებში ანგარიშით 3:0 დამარცხდა. 

ინგლისურ მედიაში ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, თუ რა გააკეთა მარცხის შემდეგ გასახდელში შესულმა ერიკ ტენ ჰაგმა. 

როგორც იწერება, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს მოუწოდა მოესმინათ ის თუ როგორ აღნიშნავენ "სიტის" ფეხბურთელები გამარჯვებას გასახდელში. 

ასევე მას სურდა მოთამაშეებს გაეგოთ თუ როგორ აქებდნენ სტუმარი გუნდის ფანები საკუთარ ფეხბურთელებს, ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ. როგორც ჩანს, ერიკს საკუთარი მიდგომები აქვს.


Facebook კომენტარები