1 წლის და 7 თვის წინ
ტენ ჰაგი გასახდელს კარგავს - რას მიიჩნევენ "იუნაიტედის" ფეხბურთელები მთავარ პრობლემად
ტენ ჰაგი გასახდელს კარგავს - რას მიიჩნევენ "იუნაიტედის" ფეხბურთელები მთავარ პრობლემად
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ სეზონს ძალიან მძიმედ იწყებს. გუნდი ჩემპიონატში მერვე პოზიციას იკავებს, საქმეები კარგად არც ჩემპიონთა ლიგაზე მიდის.

რაც მთავარია, პრობლემა არამხოლოდ შედეგი, არამედ გუნდის სათამაშო ხარისხია, რის გამოც ერიკ ტენ ჰაგი უკვე დიდი კრიტიკის ქარცეცხლშია.

გავლენიანი ჟურნალისტის სამი მოკბელის ინფორმაციით "იუნაიტედის" ფეხბურთელების დიდი ნაწილი ნიდერლანდელი მწვრთნელით უკმაყოფილოა.

პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოთამაშეებმა ნახეს, თუ როგორ მოექცა ტენ ჰაგი კლუბის რამდენიმე მოთამაშეს.

ამ შემთხვევაში საუბარია კრიშტიანუ რონალდუს, დავიდ დე ხეასა და უკანასკნელ პერიოდში ჯეიდონ სანჩოსთან არსებულ სიტუაციაზე.

"მანჩესტერის" მოთამაშეები მიიჩნევენ, რომ ტენ ჰაგი მათთან ცუდად მოიქცა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი გასახდელში კონტროლს კარგავს.


Facebook კომენტარები