2 წლის და 2 თვის წინ
სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღე - რას უნდა ველოდოთ "მანჩესტერისგან"
სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღე - რას უნდა ველოდოთ "მანჩესტერისგან"
ავტორი
Aa

2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება. ოფიციალურად, პრემიერ ლიგის კლუბებს, საქართველოს დროით ღამის 03:00 საათამდე შეუძლიათ ტრანსფერების გაკეთება.

ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედს" თანხა არ დაუხარჯავს და ჯერჯერობით, კლუბი მხოლოდ 2 იჯარით შემოიფარგლა: ჯეკ ბატლენდი, ვოუტ ვეგჰორსტი.

გავლენიან ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, ნაკლებად სავარაუდოა, "იუნაიტედმა" დედლაინზე ვინმე დაიმატოს. ამ დროისთვის, კლუბი ტრანსფერებზე არ მუშაობს.

როგორც ირკვევა, "მანჩესტერს" ძალიან შეზღუდული ბიუჯეტი აქვს და შესაბამისად, კლუბი მხოლოდ იჯარებს განიხილავს, თუმცა ბევრი ვარიანტი არ არის.

საპირისპიროდ, კლუბის დატოვება რამდენიმე ფეხბურთელს სურს, ყველაზე მეტად დასაკვირვებელი კი ენტონი ელანგასა და ფაკუნდო პელისტრის შესაძლო იჯარებია.


Facebook კომენტარები