1 წლის წინ
ფეხბურთელებმა ტენ ჰაგის ორი გადაწყვეტილება ვერ გაიგეს - რა მოხდა "სიტისთან" მატჩამდე
ფეხბურთელებმა ტენ ჰაგის ორი გადაწყვეტილება ვერ გაიგეს - რა მოხდა "სიტისთან" მატჩამდე
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში მომდევნო მატჩი დათმო. ამჯერად, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ოლდ ტრაფორდზე "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით "იუნაიტედის" ფეხბურთელები თავიდანვე გაკვირვებულები იყვნენ მთავარი მწვრთნელის ორი გადაწყვეტილებით.

პირველ რიგში, მათ ვერ გაიგეს რატომ იყო მარცხენა მცველის პოზიციაზე ვიქტორ ლინდელოფი, როდესაც სერხიო რეგილონი სათამაშოდ მზად იყო.

ამის გარდა, მოთამაშეების კითხვები ჰქონდათ ბრუნო ფერნანდეშის პოზიციასთან დაკავშირებით. პორტუგალიელი ისევ ფლანგზე თამაშობდა, როცა ის საუკეთესო უნარებს ცენტრალურ ზონაში ავლენს.

"იუნაიტედის" ტაქტიკურმა ცვლილებებმა არ გაამართლა და "სიტიმ" 0-3 გაიმარჯვა.


Facebook კომენტარები