MEN-ის ინფორმაციით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯეიმს მედისონის შეძენა შეეძლო, თუმცა ტრანსფერზე უარი თქვა.
"იუნაიტედის" მთავარი სამიზნეები ჯუდ ბელინგემი და დეკლან რაისი იყვნენ, მაგრამ ორივე ფეხბურთელს გადაწყვეტილი ჰქონდა სად წავიდოდა.
შემდეგი კანდიდატები მეისონ მაუნტი და ჯეიმს მედისონი აღმოჩნდნენ, "ეშმაკებმა" კი არჩევანი "ჩელსის" ფეხბურთელზე გააკეთეს.
როგორც ირკვევა, "იუნაიტედის" სკაუტებმა მიიჩნიეს, რომ მედისონი ბრუნო ფერნანდეშს ძალიან წააგავს, ამიტომ ორი ერთნაირი ფეხბურთელი საჭირო არ იყო.
მათი აზრით, მაუნტი უფრო დინამიური ნახევარმცველია, რომელიც გუნდს მეტად გამოადგებოდა, ამიტომ სწორედ ის აირჩიეს.
შედეგად მედისონი "ტოტენჰემში" გადავიდა, სადაც გასაოცარ სეზონს ატარებს, გუნდი პირველ ადგილზე ჰყავს და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა.