1 თვის და 2 კვირის წინ

მსურველების გრძელი სიის მიუხედავად, ტენ ჰაგი ელანგას გაშვებაზე უარს აცხადებს

ავტორი
Aa
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს მიუახლოვდა, კლუბები აქტიურად ცდილობენ სასურველი გარიგების დახურვას და მოთამაშეების დამატებას.
სერიოზული ინტერესია ენტონი ელანგას მიმართ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშო დროს ვერ იღებს და მზად არის, კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს, თუნდაც იჯარით.
ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, შვედი ფეხბურთელის იჯარით დამატების სურვილი უკვე გამოთქვეს "ბორუსიამ", "პსვ"-მ და სხვებმა, ჯამში კი თითქმის 10-მა კლუბმა.
ამ დროისთვის, ელანგას გაშვებაზე უარს თავად ერიკ ტენ ჰაგი აცხადებს, მიზეზი კი შემადგენლობის სიმწირეა. ერიკ ტენ ჰაგს შეტევაში ბევრი არჩევანი არ აქვს, ამიტომაც ელანგას დატოვება სურს.
წინ დრო კიდევ არის, შესაბამისად გადაწყვეტილი არაფერია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 საათის და 8 წუთის წინ

ხელოვნურმა ინტელექტმა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა
10 საათის და 24 წუთის წინ

"ტოტენჰემი" ჰარი კეინს მხოლოდ ერთი პირობით გაყიდის - "იუნაიტედი" საქმეშია!
3 დღის და 9 საათის წინ

ცნობილია: ვის შეხვდება "მანჩესტერ იუნაიტედი" ასოციაციის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე
5 დღის და 16 საათის წინ

ცნობილია: ვის შეხვდება "იუნაიტედი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე