1 თვის და 2 კვირის წინ

ჩარლი მაკნილი სეზონის ბოლომდე "ნიუპორტში" ითამაშებს - იჯარა უკვე შეთანხმებულია

ავტორი
Aa
"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჩარლი მაკნილი სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარით "ნიუპორტ ქანთიში" გაატარებს.
19 წლის ცენტრალური ფორვარდი ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონის გუნდში ითამაშებს, რის შემდეგაც "იუნაიტედს" დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში, ჩარლი "მანჩესტერის" 21-წლამდელთა გუნდში დააწინაურეს, სადაც მისი ციფრები არც თუ ისე შთამბეჭდავია. 17 თამაშში მაკნილმა მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.
"წითელი ეშმაკების" 18-წლამდელთა გუნდში მაკნილს 35 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც ნამდვილად გასაოცარი სტატისტიკა დააფიქსირა - 34 გოლი და 11 საგოლე გადაცემა.
ამ დროისთვის, "ნიუპორტი" ინგლისის მეოთხე ლიგაში მე-19 პოზიციას იკავებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 საათის და 31 წუთის წინ

ხელოვნურმა ინტელექტმა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა
10 საათის და 47 წუთის წინ

"ტოტენჰემი" ჰარი კეინს მხოლოდ ერთი პირობით გაყიდის - "იუნაიტედი" საქმეშია!
3 დღის და 10 საათის წინ

ცნობილია: ვის შეხვდება "მანჩესტერ იუნაიტედი" ასოციაციის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე
5 დღის და 16 საათის წინ

ცნობილია: ვის შეხვდება "იუნაიტედი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე