1 წლის და 5 თვის წინ
არაბული კლუბების მომდევნო მთავარი სამიზნე ბრუნო ფერნანდეშია - რუდი გალეტი
არაბული კლუბების მომდევნო მთავარი სამიზნე ბრუნო ფერნანდეშია - რუდი გალეტი
ავტორი
Aa

არაბული კლუბები ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერზე მუშაობას იწყებენ, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი რუდი გალეტი.

საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ვარსკვლავის გადაბირებას აპირებს.

საუდის პრო ლიგისკენ გზა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერით გაიხსნა, რომელსაც ქარიმ ბენზემა, ნეიმარი, ნ'გოლო კანტე, რიად მაჰრეზი და სხვა ვარსკვლავები გაყვნენ.

ამჯერად, მომდევნო სამიზნე 29 წლის ბრუნოა, რომლის პოზიციაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ნაკლებად სავარაუდოა "იუნაიტედი" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვას დათანხმდეს, თუმცა გადამწყვეტი სწორედ ფეხბურთელის პოზიცია იქნება.


Facebook კომენტარები