1 თვის და 2 კვირის წინ

"ინტერი" დედლაინზე "იუნაიტედის" ორი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

ავტორი
Aa
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე უკვე მოვიდა. კლუბებს რამდენიმე საათი დარჩათ, რათა სასურველ ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიონ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელების დამატებას არ აპირებს, მაგრამ, შესაძლოა კლუბი რამდენიმე მოთამაშემ დატოვოს. მათ შორის არიან ენტონი ელანგა, ფაკუნდო პელისტრი, ვიქტორ ლინდელოფი და სხვები.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს "ინტერი" დაუკავშირდა და ორი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე გაესაუბრა.
"ნერაძურის" დაცვის გაძლიერება სურს, მათ სამიზნეში კი ვიქტორ ლინდელოფი და ჰარი მაგუაიერი მოხვდნენ. იტალიელებს რომელიმე მათგანის იჯარით დამატების ვარიანტი ხიბლავთ.
ამ დროისთვის, "მანჩესტერი" არ განიხილავს მათ გაშვებას და ტრანსფერზე უარს აცხადებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
11 საათის და 17 წუთის წინ

ხელოვნურმა ინტელექტმა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა
11 საათის და 32 წუთის წინ

"ტოტენჰემი" ჰარი კეინს მხოლოდ ერთი პირობით გაყიდის - "იუნაიტედი" საქმეშია!
3 დღის და 10 საათის წინ

ცნობილია: ვის შეხვდება "მანჩესტერ იუნაიტედი" ასოციაციის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე
5 დღის და 17 საათის წინ

ცნობილია: ვის შეხვდება "იუნაიტედი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე