1 წლის და 4 თვის წინ
რეტკლიფმა პირველი სამიზნე შეარჩია - ვისი შეძენა სურს "იუნაიტედის" მომავალ მეწილეს
რეტკლიფმა პირველი სამიზნე შეარჩია - ვისი შეძენა სურს "იუნაიტედის" მომავალ მეწილეს
ავტორი
Aa

სერ ჯიმ რეტკლიფი "მანჩესტერ იუნაიტედის" 25%-იანი წილის შეძენასთან ძალიან ახლოსაა და ეს უკვე მხოლოდ დროის საკითხია.

Mirror-ის ინფორმაციით რეტკლიფმა სატრანსფერო ბაზრის შესწავლაც დაიწყო და ერთი ფეხბურთელი უკვე შეარჩია.

ბიზნესმენს "კოპენჰაგენის" ახალგაზრდა ვარსკვლავის და "იუნაიტედის" ქომაგებისთვის უკვე კარგად ნაცნობი რუნი ბარდჯის შეძენა სურს.

17 წლის ვუნდერკინდმა "მანჩესტერს" ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა გოლი და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს დანიურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები