5 თვის და 2 კვირის წინ
ოსიმენი: "პრემიერ ლიგაში ფავორიტი გუნდი არ მყავს, მაგრამ იუნაიტედის და ჩელსის მაისურები მაქვს"
ოსიმენი: "პრემიერ ლიგაში ფავორიტი გუნდი არ მყავს, მაგრამ იუნაიტედის და ჩელსის მაისურები მაქვს"
ავტორი
Aa

ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საკითხი ისევ ძალიან აქტუალურია, "ნაპოლის" ნიგერიელ ვარსკვლავს ახალ კლუბში ელიან.

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ოსიმენს პრემიერ ლიგაში სურს თამაში, ახლა კი მას თავისი ფავორიტი კლუბის შესახებ ჰკითხეს.

"პრემიერ ლიგაში ფავორიტი კლუბი არ მყავს, მაგრამ მე მანჩესტერ იუნაიტედის და ჩელსის მაისურები მაქვს.

ჩემი ბევრი მეგობარი ქომაგობს იუნაიტედს ან ჩელსის. პრემიერ ლიგა აფრიკელებს ძალიან გვიყვარს", - განაცხადა ვიქტორმა.

მოსალოდნელია, რომ ოსიმენი ნეაპოლს 2024 წელს დატოვებს, მსურველს კი მინიმუმ 100 მილიონის გადახდა მოუწევს.


Facebook კომენტარები