2 წლის და 2 თვის წინ
"ბოდიშის მოსახდელად მივედი და ის გაგიჟდა" - ფერდინანდი ფერგიუსონთან დაპირისპირებას იხსენებს
"ბოდიშის მოსახდელად მივედი და ის გაგიჟდა" - ფერდინანდი ფერგიუსონთან დაპირისპირებას იხსენებს
ავტორი
Aa

ბენ ფოსტერის პოდკასტში სტუმრობისას რიო ფერდინანდმა სერ ალექს ფერგიუსონთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა.

რიო შეცვლის გამო განრისხებული იყო და ფერგიუსონს გაუბრაზდა, თუმცა პასუხი მხოლოდ მეორე დღეს მიიღო.

"ბაიერნთან ვთამაშობდით და ვიგებდით, ფერგიუსონმა მოედნიდან გამომიყვანა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი.

ჩვენ ვიგებდით, მე შემცვალეს. ბაიერნმა ჯერ ერთი გაგვიტანა, მატჩის მიწურულს კი მეორეც გაიტანეს და მოიგეს, მე კი გაცოფებული ვიყავი.

გასახდელში შევედი და ვყვიროდი, კონტროლი დავკარგე. გარი ნევილი მეუბნებოდა - გაჩერდი, ამ ბრძოლას ვერ მოიგებ.

მეორე დღეს ფერგიუსონის ოფისში მივედი მისთვის ბოდიშის მოსახდელად და ის გაგიჟდა. მითხრა - როგორ გაბედე მთელი გუნდის თანდასწრებით ჩემი და ჩემი სტაფის გადაწყვეტილების გაკრიტიკება.

ის უბრალოდ გაცოფებული იყო", - იხსენებს რიო.


Facebook კომენტარები