2 წლის და 2 თვის წინ
პირველი სამიზნე - ვინ სურდა ტენ ჰაგს საბიცერის ტრანსფერის შეთანხმებამდე
პირველი სამიზნე - ვინ სურდა ტენ ჰაგს საბიცერის ტრანსფერის შეთანხმებამდე
ავტორი
Aa

ძალიან დიდი ალბათობით, მარსელ საბიცერი სეზონის დარჩენილ ნაწილს "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარებს, კლუბი "ბაიერნთან" შეთანხმებას უახლოვდება.

"იუნაიტედმა" მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ კრისტიან ერიქსენი ტრავმის გამო 3 თვეს გამოტოვებდა და მინიმუმ აპრილამდე იუქმებდა.

"მანჩესტერის" პირველი სამიზნე რაიან გრავენბერხი იყო, რომელსაც ერიკ ტენ ჰაგი "აიაქსში" ყოფნისას წვრთნიდა და ფეხბურთელს შესანიშნავად იცნობს.

"ბაიერნმა" გრავენბერხის გაშვებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც გუნდმა საბიცერის დამატებაზე დაიწყო მუშაობა და სავარაუდოდ, შეთანხმება მალე შედგება.


Facebook კომენტარები