1 წლის და 2 თვის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნოტინგემ ფორესტი" | სავარაუდო შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნოტინგემ ფორესტი" | სავარაუდო შემადგენლობა
ავტორი
Aa

1 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიგის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების მეორე შეხვედრას ჩაატარებს.

ოლდ ტრაფორდს "ნოტინგემ ფორესტი" ურთულესი მისიით ეწვევა. "იუნაიტედმა" პირველი შეხვედრა 0-3 მოიგო და რთულად წარმოსადგენია, ფინალში ვეღარ გავიდეს.

აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ერიკ ტენ ჰაგი როტაციას მიმართავს და პრემიერ ლიგის მატჩისთვის რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს.

მატჩს გამოაკლდებიან დონი ვან დე ბეეკი, კრისტიან ერიქსენი, ენტონი მარსიალი და დიოგუ დალო. კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯეიდონ სანჩოს, ლუკ შოსა და სკოტ მაკტომინეის თამაშიც.

სავარაუდო თერთმეტეულები ასე გამოიყურება:

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მარტინესი, მალასია, კაზემირო, ფრედი, პელისტრი, ბრუნო, გარნაჩო, ვეგჰორსტი.

"ნოტინგემ ფორესტი": ჰენესი, ორიე, უორალი, მაკკენა, ლონი, ფრეულერი, დანილო. სკარპა, ლინგარდი, ჯონსონი, სარიჯი.


Facebook კომენტარები