2 წლის და 2 თვის წინ
BREAKING | "იუნაიტედი" ბოლო საათებში კიდევ ერთი ტრანსფერის შეთანხმებას ეცდება!
BREAKING | "იუნაიტედი" ბოლო საათებში კიდევ ერთი ტრანსფერის შეთანხმებას ეცდება!
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ძალიან გააქტიურდა და შესაძლოა, კლუბმა მალე დედლაინზე მეორე ტრანსფერიც განახორციელოს.

როგორც მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია მარსელ ზაბიცერის ოლდ ტრაფორდზე გადაბარგება, რომელიც ერიკ ტენ ჰაგის გუნდს იჯარით შეუერთდება.

გავლენიანი ჟურნალისტის სანტი ოუნას თქმით, "იუნაიტედმა" ცოტა ხნის წინ "ლიონსაც" მიმარა, სამიზნე კი ფრანგი ნახევარმცველი უსემ აუარია.

"მანჩესტერს" მოედნის ცენტრალურ ზონაში გაძლიერება სურს და მზად არის 24 წლის ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს, თუ პირობები მისაღები იქნება.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი დარჩა, ამიტომაც "იუნაიტედმა" ძალიან უნდა იჩქაროს.


Facebook კომენტარები