2 წლის და 10 თვის წინ
"მანჩესტერის" მხოლოდ 4 ფეხბურთელი - ვინ დაპატიჟა რონალდუმ "ალ-ნასრის" მატჩებზე
"მანჩესტერის" მხოლოდ 4 ფეხბურთელი - ვინ დაპატიჟა რონალდუმ "ალ-ნასრის" მატჩებზე
ავტორი
Aa

კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედი" სკანდალური ინტერვიუთი დატოვა, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, შემდეგ კი საუდის არაბეთში გადაბარგდა და "ალ-ნასრის" მოთამაშე გახდა.

რონალდუმ ბოლო ინტერვიუში "იუნაიტედი" ძალიან უხეშად გააკრიტიკა, რის გამოც კლუბმა მასთან გამომშვიდობება გადაწყვიტა და კონტრაქტი გაუწყვიტა.

The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანუმ "მანჩესტერის" მოთამაშეების WhatsApp-ის ჯგუფი ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელს დაპირდა, რომ მათთან ახლო კონტაქტს შეინარჩუნებდა.

ასეთი მოთამაშეები მხოლოდ ჰარი მაგუაიერი, ბრუნო ფერნანდეში, კაზემირო და რაფაელ ვარანი აღმოჩნდნენ. კრიშტიანუმ ისინი ჯერ ლისაბონში, საკუთარ სახლში, შემდეგ კი "ალ-ნასრის" მატჩზე დაპატიჟა.


Facebook კომენტარები