პრემიერ ლიგის ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრას სენტ ჯეიმს პარკი 2 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე უმასპინძლებს.
ადგილობრივი "ნიუკასლი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს. ორივე მხარეს დიდი დანაკლისის მიუხედავად, აფიშა ნამდვილად საინტერესო შეხვედრას გვიქადის.
"იუნაიტედს" კვლავ ვერ დაეხმარებიან ლისანდრო მარტინესი, ტაირელ მალასია, ჯონი ევანსი, კაზემირო, კრისტიან ერიქსენი, ამად დიალო, მეისონ მაუნტი და ჯეიდონ სანჩო.
თავის მხრივ ედი ჰაუს ელიოტ ანდერსონი, ჰარვი ბარნსი, სვენ ბოტმანი, დენ ბერნი, ჯეიკობ მერფი, მეტ ტარგეტი და სანდრო ტონალი არ ეყოლება. საეჭვოა ჯო ვილოკის, შონ ლონგსტაფის, ხავიერ მანკილიოსა და კალუმ ვილსონის მონაწილეობაც.
სავარაუდო შემადგენლობები ასე გამოიყურება.
"ნიუკასლი": პოუპი, ტრიპიე, ლასელსი, შერი, ლივრამენტო, მაილი, გიმარაესი, ჟოელინტონი, ალმირონი, გორდონი, ისაკი;
"მანჩესტერ იუნაიტედი": ონანა, ვან-ბისაკა, მაგუაიერი, ლინდელოფი, შო, მაკტომინეი, მაინო, რაშფორდი, ბრუნო, გარნაჩო, მარსიალი.