2 წლის და 2 თვის წინ
"იუნაიტედს" უკანასკნელ საათებში 4 ფეხბურთელის ტრანსფერი შესთავაზეს - Sky Sports
"იუნაიტედს" უკანასკნელ საათებში 4 ფეხბურთელის ტრანსფერი შესთავაზეს - Sky Sports
ავტორი
Aa

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი რჩება, კლუბები საბოლოო გარიგებებს ათანხმებენ და სასურველ ტრანსფერებს ხურავენ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, დედლაინზე "მანჩესტერ იუნაიტედს" 4 ფეხბურთელის ტრანსფერი შესთავაზეს, თუმცა კლუბმა ყველა მათგანზე უარი თქვა.

საუბარია შემდეგ ფეხბურთელებზე: იანიკ ფერეირა კარასკო ("ატლეტიკო"), საული ("ატლეტიკო"), უსემ აუარი ("ლიონი") და ისკო (თავისუფალი აგენტი).

როგორც ჩანს, "მანჩესტერი" მარსელ ზაბიცერის გაფორმების შემდეგ საბოლოო შემადგენლობას დააკომპლექტებს და სატრანსფერო მუშაობას დაასრულებს.


Facebook კომენტარები