

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნემანია მატიჩმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
კითხვა-პასუხისას სერბმა მისი ყოფილი გუნდების, "მანჩესტერისა" და "ჩელსის" ფეხბურთელების დისციპლინაზე ისაუბრა და მანჩესტრელები გააკრიტიკა:
"ჩელსიში ფეხბურთელები პროფესიონალურად იქცეოდნენ, პუნქტუალურები იყვნენ და ვარჯიშებზე არასდროს აგვიანებდბენ... იუნაიტედში კი ეს თითქმის ყოველდღე ხდებოდა!"
"ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ხშირად აგვიანებდნენ, პოლ პოგბა და ჯეიდონ სანჩო იყვნენ. ჩვენ, დანარჩენები, რომლებიც ვარჯიშებზე დროულად მივდიოდით, გაბრაზებულები ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთგვარი დისციპლინური კომიტეტი შეგვექმნა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი"
"ფურცელზე იმ ფეხბურთელების გვარები ჩამოვწერე, რომლებიც ვარჯიშზე დაგვიანებით მოდიოდნენ. ერთი სეზონის განმავლობაში მათი დაჯარიმებით დაახლოებით 85 ათასი ევრო შევაგროვეთ. ვაპირებდით, რომ ამ თანხით ლონდონში წვეულება მოგვეწყო, მაგრამ კოვიდის გამო ვერ შევძელით", - თქვა მატიჩმა.



