2 წლის და 2 თვის წინ
გარკვეულია - დაიმატებს თუ არა ვინმეს "მანჩესტერ იუნაიტედი" დარჩენილ საათებში
გარკვეულია - დაიმატებს თუ არა ვინმეს "მანჩესტერ იუნაიტედი" დარჩენილ საათებში
ავტორი
Aa

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, კლუბებს ცოტა დრო აქვთ, რათა ზაფხულამდე ბოლო ტრანსფერები შეათანხმონ.

დედლაინის დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" იჯარით მარსელ ზაბიცერი დაიმატა, რომელიც ტრავმირებულ კრისტიან ერიქსენს ჩაანაცვლებს. დანიელი დაზიანების გამო 3 თვეს გამოტოვებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ზაბიცერი "იუნაიტედის" ბოლო დანამატი იქნება, კლუბი მეტ ტრანსფერზე მუშაობას აღარ გეგმავს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა იჯარით, სეზონის ბოლომდე: ჯეკ ბატლენდი, ვოუტ ვეგჰორსტი და მარსელ ზაბიცერი.

"წითელმა ეშმაკებმა" დანარჩენი საქმეები ზაფხულისთვის გადადეს.


Facebook კომენტარები