1 წლის და 5 თვის წინ
"ის "მანჩესტერის" ღირსი არ არის" - როი კინის ცხარე კრიტიკა
"ის "მანჩესტერის" ღირსი არ არის" - როი კინის ცხარე კრიტიკა
ავტორი
Aa

ლონდონის "ჩელსისთან" თამაშის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა ერთ-ერთ გადაცემაში გუნდზე ისაუბრა. 

მან ცხარედ გააკრიტიკა ენტონი მარსიალი, რომელზეც თქვა, რომ ამ კლუბის დონისა არ არის: 

"ენტონი მარსიალზე უნდა ვთქვა. მას პატიობენ, მაგრამ გოლი 14 წელიწადში ერთხელ გააქვს. როცა ნიუკასლთან წნეხის ქვეშ თამაშობ, ბურთს მაინც უნდა ინარჩუნებდე, რათა პარტნიორებს დაეხმარო. ის კი ბურთს იღებდა და მაშინვე იოლად კარგავდა. თუ ამას ვერ აკეთებს, ესე იგი, არაა მანჩეტერ იუნაიტედის დონის" 

"ასეთი წარმატებით შეგიძლია დაბალ დივიზიონშიც ითამაშო. რამდენიმე წლის წინ მანჩესტერს მარსიალის გაშვება სურდა. ზოგადად, მანჩესტერში ფასდება ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრებში ძლიერია. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ არ ხარ ამ კლუბის ღირსი", - თქვა კინმა Sky Sports-ის ეთერში.


Facebook კომენტარები