2 თვის და 2 კვირის წინ
არაუხომ "მანჩესტერს" უპასუხა - გადავა თუ არა ურიგვაელი "იუნაიტედში"
არაუხომ "მანჩესტერს" უპასუხა - გადავა თუ არა ურიგვაელი "იუნაიტედში"
ავტორი
Aa

ესპანური SPORT "ბარსელონას" ურუგვაელი მცველის, რონალდ არაუხოს კლუბისადმი ერთგულების შესახებ წერს. როგორც გამოცემა ირწმუნება, 2022 წელს ახალგაზრდა უკანახაზელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაუკავშირდნენ. 

"წითელი ეშმაკების" შეთავაზება საკმაოდ სოლიდური იყო - არაუხო "ოლდ ტრაფორდზე" მიიღებდა იმაზე ორჯერ დიდ ხელფასს, ვიდრე "ბარსა" მას ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ სთავაზობდა. 

რონალდმა "ემიუ" უარით გაისტუმრა. 

არაუხოს ახლაც ბევრი მსურველი ჰყავს. ბოლოს მიუნხენის "ბაიერნის" ვარიანტიც გაჟღერდა, თუმცა ფეხბურთელს მხოლოდ და მხოლოდ "ბლაუგრანაში" სურს კარიერის გაგრძელება. 

აქვე გეტყვით, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმისა და სერხი რობერტოს სათადარიგოობიდან გამომდინარე, მომდევნო თვეების მანძილზე გუნდის კაპიტანი სწორედ რონალდი იქნება.


Facebook კომენტარები